ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატო-ს გენერალური მდივანი - დღევანდელ შეხვედრაზე ისტორიულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ

ნატო-ს გენერალური მდივანი - დღევანდელ შეხვედრაზე ისტორიულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ

დღევანდელ შეხვედრაზე ისტორიულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებისადმი მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-მ მთელი ამ ხნის განმავლობაში „ძალიან მძიმე ტვირთი ატარა და ალიანსის მე-5 მუხლის მიმართ წევრი სახელმწიფოების ურყევი ერთგულება ძლიერ გზავნილს წარმოადგენს“.
„ამ შეხვედრაზე ჩვენ ისტორიულ და ტრანსფორმაციულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რათა ჩვენი ხალხი ძლიერი, სამართლიანი და ლეტალური ნატო-ს მეშვეობით უფრო უსაფრთხო გავხადოთ“, - განაცხადა მარკ რუტემ.
მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრები თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 5%-მდე გაზრდიან, რაც ალიანსს კიდევ უფრო ძლიერს გახდის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.