არქივი4 ივნისი, 2025, 13:24
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უქმდება და საგარეო უწყებას შეუერთდება

საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ უქმდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცენტრი რეორგანიზაციის შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.
ამასთან, მედიაში ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში უკვე ყოფილი დასაქმებულები ავრცელებენ ინფორმაციას მათი დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ. ამავე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.