ნატო გელაშვილი: ჩვენი ოჯახური იდილია… ბანი გვაკლდა და, აი, პატარა ლუკამ, აქ ვარო…

ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით სარგებლობენ ნატოს შვილებიც, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. დედის მსგავსად, ძმებიც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებული.

ნატო გელაშვილი სულ ცოტა ხნის წინ ბებია გახდა – გიორგი ჭოხონელიძეს პირველი შვილი, ლუკა შეეძინა. მომღერალი შვილიშვილის ფოტოებს ხშირად აზიარებს სოციალურ ქსელში.

“ანეტა ნამდვილი ჩემიანია, ასე ვეძახი – ჩემი გოგო. ჯერ ჩემი გოგო და შემდეგ ბიჭები. ბევრი რამ გვაქვს საერთო, ზოგჯერ ნამდვილ დედა-შვილს არ ექნება. გიორგისაც ხშირად უთქვამს, თქვენ ხომ არ თათბირობთ, ანეტა რასაც მეტყვის, ზუსტად იმავეს მეუბნებიო. ვპასუხობ, იმიტომ, რომ ერთ ღირებულებებზე ვდგავართ-მეთქი. ისიც ისეა გაზრდილი, როგორც მე – ახლობლების, ოჯახის, ხალხის, ღმერთის სიყვარულით. ტრადიციული გოგოა, კარგი ქართველი ქალი. მადლობა უფალს, რომ ჩემს ოჯახში შემოვიდა არაჩვეულებრივი გოგო, რომელთანაც ერთ ენაზე ვლაპარაკობ” – ამბობდა ნატო ჟურნალ “სარკესთან” საუბრისას.

ამჯერად ანეტა ნიკურაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს.

„ბანი გვაკლიაო და აგერ ვარო, პატარა ჭოხომ. ისეთი მომაჯადოებელი სიმღერაა, ჩვენი ბიჭიც აამღერა.

ოჯახური იდილია“. – წერს ანეტა ნიკურაძე.

ვიდეო იხილეთ აქ

ასევე დაგაინტერესებთ