ნატოს ხელმძღვანელმა თავი აარიდა შეკითხვებს ბაიდენის მდგომარეობის შესახებ

5 ივლისს ნატოს ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა, თავი აარიდა ჟურნალისტების შეკითხვებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მდგომარეობისა და იმის შესახებ, თვლის თუ არა ის, რომ ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერი შესაფერისი კანდიდატია ხელახლა ასარჩევად.
“მე თუ დავიწყებ რამის თქმას ან კეთებას, რამაც შეიძლება დამაკავშიროს პოლიტიკურ დებატებთან ნებისმიერ მოკავშირე ქვეყანაში, მხოლოდ დავასუსტებ ალიანსს”, განაცხადა სტოლტენბერგმა, როცა მას ბაიდენის შესახებ ჰკითხეს ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
“მე მქონდა და (კვლავაც) მაქვს ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა პრეზიდენტ ბაიდენთან”, – თქვა მან.
ნატო მომავალ კვირას გამართავს სამიტს ვაშინგტონში, მისი შექმნის 75 წლის აღსანიშნავად. ნატოს შეხვედრის ფონზე 81 წლის ბაიდენის თავზე პოლიტიკური ღრუბელია მისი საშინელი გამოსვლის გამო გასულ ხუთშაბათს რესპუბლიკელი მეტოქის, დონალდ ტრამპთან გამართულ დებატებში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რომელიც დაბალ ხმაზე ლაპარაკობდა, დროდადრო აზრის მიმდინარეობა ეკარგებოდა და ენა ებმოდა, პანიკა გამოიწვია თავის დემოკრატიულ პარტიაში მისი ენერგიისა და საღ გონებაზე ყოფნის მხრივ.
ბაიდენმა უარყო წინადადებები იმის შესახებ, რომ ადგილი დაუთმოს სხვა, უფრო ახალგაზრდა კანდიდატს დემოკრატიული პარტიიდან.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება, ხოლო გამარჯვებული თანამდებობას მომავალი წლის იანვარში დაიკავებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს