ნატოს ოფიციალური პირის თქმით, მარკ რუტეს ახალი წლის მილოცვა ირაკლი კობახიძისადმი “რუტინული პრაქტიკაა“

ჟურნალისტი, ია მეურმიშვილი ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს, წერილის მნიშვნელობაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავდა, ნატოს ოფიციალური პირის განცხადებას აქვეყნებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ ასეთი წერილის გაგზავნა რუტინული პრაქტიკაა და რაიმე სხვა დატვირთვას არ ატარებს.
ნატო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს მთავრობის მხიდან ევროპული გზიდან გადახვევის გამო და მმართველ პარტიას მოუწოდებს დაუბრუნდეს კონსტიტუციურ გზას.
არის რა ეს ტრადიციული პრაქტიკა, რომ გენერალური მდივანი ახალ წელს ყველა ნატოს პარტნიორს ულოცავს, ამას არ აქვს რაიმე კონტექსტუალური გავლენა პარტნიორის სტატუსზე ან მათ საარჩევნო პროცესებზე. ნატო ღრმად შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, რასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ევროკავშირთან და ნატოსთან, რაც შეესაბამება ხალხის ნებასა და საქართველოს კონსტიტუციას.“ ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან დაფუძნებულია ძირითადი დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე. ალიანსმა ხაზგასმით აღნიშნა ამ პრინციპების მნიშვნელობა მომავალი თანამშრომლობისთვის: „მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპები გახდეს ჩვენი მომავალი თანამშრომლობის საფუძველი.“
31 დეკემბერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, საქართველოს არაღიარებულ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალი წელი მიულოცა.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე – 2012 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ქართული მხარისთვის კაპიტულაციის აქტი იყო – მანამდე საოკუპაციო ძალები 125 სოფელზე კონტროლს ვერ ახორციელებდა და 12 აგვისტოდან 125 დასახლებაზე მათი კონტროლი გაფორმდა!

მიხეილ ყაველაშვილი – ისტორია გვასწავლის, რომ დიდი გამარჯვების მისაღწევად, აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, მომავლის ურყევი რწმენა და მუდმივი მზადყოფნა – სიბრძნე და სიფხიზლე, ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი