ნატაშა ლომოური: ვასიკო მაღლაფერიძემ ჯერ წამშალა და მერე დამბლოკა, ამიტომ ვერ ვნიშნავ ამ სტატუსზე. თუმცა შემორჩენილი საერთო მეგობრები ალბათ წააკითხებთ

“ვასიკო მაღლაფერიძემ ჯერ წამშალა და მერე დამბლოკა, ამიტომ ვერ ვნიშნავ ამ სტატუსზე. თუმცა შემორჩენილი საერთო მეგობრები ალბათ წააკითხებთ. შეიძლება იფიქროთ, 2 თვეა ხალხი გარეთ ვათენებთ და ვაღამებთ ტელევიზიის წინ და ერთი არ შემოუხედავს, რა დროს შენი სტატუსიაო, მაგრამ ჩემი სათქმელი მაინც უნდა ვუთხრა.
მე და ჩემი მეგობრები ვასიკოს აღზრდილები და გაზრდილები ვართ. მგონი 24 წლის იყო როდესაც ჩვენი სადამრიგებლო კლასი ჩაიბარა. ნახევარი საქართველო მოგვატარა ფეხით და კარვებით, შეგვაყვარა მისი ყველა კუთხე-კუნჭული, მისი ისტორია და მისი გმირები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ილია, ვაჟა, ბარათაშვილი, რუსთაველი და ხალხური პოეზია ისე გვასწავლა და შეგვაყვარა, დღესაც ამით ვსაზრდოობთ! ჩვენი ოჯახების და სხვა მასწავლებლების კვალდაკვალ, ვასიკო მაღლაფერიძეს უდიდესი წვლილი აქვს იმაში, რომ დღეს ქვეყნის წყლული მართლაც ჩვენია და ქვეყნის ღალატი ჩვენთვის უპატიებელი ამბავია.
ჩვენ სკოლის დამთავრების მერეც გავაგრძელეთ მეგობრობა, პირადად მე სხვადასხვა კრიტიკულ სიტუაციაშიც დამხმარებია. დღეს კი სიტყვებს ვეღარ ვპოულობ, ის სიმწარე და გაწბილება რომ გამოვხატო, რასაც მე და ჩემი მეგობრები ვგრძნობთ რუსული კანონის შემოღებიდან დაწყებული, ბოლო ორი დღეა კი უბრალოდ აუტანელი გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სხდომების ყურება, მისი კოლეგების სმენა და იმის ბოლომდე გააზრება, თუ რა წვლილი მიუძღვის მას ამ პროპაგანდის სისტემაში, რომელიც ასე მწარედ ატყუებს და წამლავს ხალხს!
ვასიკო, შენი მოსწავლეების, შენი აღზრდილების თითქმის სრული უმრავლესობა დღეს რუსთაველზე 70 დღეა უწყვეტად დგას! ბევრი ჩვენგანი უცხოელ აგენტად შერაცხეს წლების განმავლობაში ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწეული შრომისთვის. არაერთხელ დაგვარბიეს, მოგვწამლეს, დაგვიჭირეს და როგორც ჩანს კიდევ უარესი დღეები გველის წინ.! შენ კი ამ რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი გახდი, ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი და გამამართლებელი. შენც დაგეკისრება პასუხისმგებლობა თუ ჩვენ და ჩვენს შვილებს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება აღარ გვექნება! რად გიღირს ეს ყველაფერი, რამ გაიძულა იმ გულანთებული მასწავლებლიდან ბოლშევიკური მთავრობის მთავარ ჭანჭიკად გადაქცეულიყავი?” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი ნატაშა ლომოური.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად