ნატალი ლუაზო – თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოთა კავშირი არ მოსწონს, რატომ აკოპირებს მის მეთოდებს? – ასეთი რაღაცები ევროკავშირში არ ხდება

თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოთა კავშირი არ მოსწონს, რატომ აკოპირებს მის მეთოდებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებით, დამოუკიდებელი მედიისა და ოპონენტების გაჩუმებით გაყალბებული არჩევნების შემდეგ?, – ასე პასუხობს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირს შეადარა.
მისი თქმით, „ასეთი რაღაცები ევროკავშირში არ ხდება“.
“თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოთა კავშირი არ მოსწონს, რატომ აკოპირებს მის მეთოდებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებით, დამოუკიდებელი მედიისა და ოპონენტების გაჩუმებით გაყალბებული არჩევნების შემდეგ? ასეთი რაღაცები ევროკავშირში არ ხდება. და, სხვათა შორის, ის არ იყო ვითომ რომ მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, სანამ აზრი არ შეიცვალა და საქართველოს მომავალი არ მოიპარა?”, – წერს ლუაზო.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა