ნატალია ყიფშიძე: სამუდამოდ დაიმახსოვრებს ყველა საქართველოს ახლანდელი და მომავალი თაობები ამ 84 მოღალატის სახელს და გვარს

ნატალია ყიფშიძე სოციალიურ ქსელში პოსტს ევრცელებს, რომლიტაც პარლამეტის მიერ დღეს მიღებულ “რუსულ კანონს”ეხმიანება.

“სამუდამოდ დაიმახსოვრებს ყველა საქართველოს ახლანდელი და მომავალი თაობები ამ 84 მოღალატის სახელს და გვარს. ჩვენ ქვეყანას შეუძლია მტრის კლანჭებიდან ამოძრომა და ეს არაერთხელ დაამტკიცა და აი თქვენ ამ ღალატის ჩირქს ვერ მოიძრობთ ვერასდროს”– წერს ნატალია ყიფშიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს კომიტეტმა მესამე მოსმენით 84 ხმით ,,რუსული კანონი” მიიღო.
პარლამენტთან დილის 10 საათიდან არიან შეკრებილი მომიტინგეები, ბოლო რამდენიმე საათია კი დაკავებებმა აქციაზე მასშტაბური სახე მიიღო. მხოლოდ დღეს პროტესტის ათამდე მონაწილეა დაკავებეული, მათ შორის, სკოლის მოსწავლე.

სამართალდამცველებმა ლაზარე გრიგორიადისიც დააკავეს. ინფორმაცია ჟურნალისტებს ლაზარესმ ოჯახმა დაუდასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარუდგინა – უწყება სასამართლოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული