ნატალია საბანაძემ მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი აჩვენა – ზაალ ანჯაფარიძე

ნატალია საბანაძემ მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი აჩვენა – ზაალ ანჯაფარიძე
ამ არსებასთან მიმართებაში, რომელიც ხელისუფლების საკადრო შეცდომაა ნამდვილად, ყველაფერი ნათელია. მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი აჩვენა, რომ “იქ” თავი მოაწონოს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის, ნატალი საბანაძის სიტყვით გამოსვლას.
ექსპერტი აცხადებს, რომ გახარიამ და მისმა პარტიამ ახლა საჯაროდ უნდა თქვან, იზიარებენ თუ არა საბანაძის მოხსენების შინაარსს.
“ამ არსებასთან მიმართებაში, რომელიც ხელისუფლების საკადრო შეცდომაა ნამდვილად, ყველაფერი ნათელია. მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი აჩვენა, რომ “იქ” თავი მოაწონოს.
აქ ვის უნდა მოაწონოს თავი? სავარაუდოდ მის პარტიას და მის ბოსს გიორგი გახარიას, რომლის მრჩეველიც გახლავს.
ახლა გამოვიდეს გახარია და მისი პარტია და საჯაროდ განაცხადონ იზიარებენ თუ არა ამ სისაძაგლეს და არის თუ არა საბანაძის პოზიცია თავად გახარიას და მისი პარტიის პოზიცია.
თუ ამას არ გააკეთებენ უახლოეს საათებში, მაშინ მათი დუმილი უბრალოდ თანხმობის ნიშანი იქნება. სხვა ვარიანტი არ არსებობს.” – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია