ნარკოსკანდალის ახალი დეტალები: პირველი ინტერვიუ გარდაცვლილი ბიჭის დასთან – “როცა პოლიციამ ანა გუდავა ჩვენი სახლიდან აიყვანა, მან ყველაფერი აღიარა…”

ნარკოსკანდალის ახალი დეტალები: პირველი ინტერვიუ გარდაცვლილი ბიჭის დასთან – “როცა პოლიციამ ანა გუდავა ჩვენი სახლიდან აიყვანა, მან ყველაფერი აღიარა…”
1- ლ მარტს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 22 წლის ახალ­გარზდა კაცი და­ი­ღუ­პა. მას­თან ერ­თად მყოფს კი ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა.
გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად ორმა პირ­მა, ქალ­მა და მა­მა­კაც­მა შემ­დგომ­ში გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კებ­ში და­ფა­სო­ე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მე­ტა­დო­ნი, სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მი­ი­ტა­ნეს და მდი­ნა­რის პი­რას ლო­კა­ცი­ებ­ზე გა­ნა­თავ­სეს, შემ­დეგ კი ნარ­კო­ტი­კი თა­ვა­დაც მო­იხ­მა­რეს.
გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 22 წლის არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძეა, მას­თან ერ­თად მყო­ფი 19 წლის ანა გუ­და­ვა ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლი თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბარ­დუ­ბან­ში გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ნარ­კო­ტი­კი თა­ვა­დაც მო­იხ­მა­რეს. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზე­დო­ზი­რე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. რო­გორც გა­ირ­კვა, და­კა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის აწ უკვე ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, თა­მარ გუ­და­ვას ქა­ლიშ­ვი­ლია. მან თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე 5 მარტს გა­ნა­ცხა­და, მას მერე, რაც მომ­ხდა­რი გახ­მა­ურ­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე 2 მარტს იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.
AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის და მეგი ბარ­და­ვე­ლი­ძე უყ­ვე­ბა, რომ რო­დე­საც მათ სახ­ლში პო­ლი­ცი­ამ ანა გუ­და­ვა და­ა­კა­ვა, მან მა­შინ­ვე აღი­ა­რა, რომ ნარ­კო­ტი­კი მას ეკუთ­ვნო­და.
“ეს გო­გო­ნა ( ანა გუ­და­ვა) ჩვენ­თან სახ­ლში სტუმ­რად წინა სა­ღა­მოს მო­ვი­და, მე­ო­რე დღეს ჩემი ძმა გარ­დაც­ვლი­ლი ვი­პო­ვეთ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზე­დო­ზი­რე­ბით. ჯერ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი არ ყო­ფი­ლა. ამ გო­გო­ნა­ზე ვი­ცო­დი, რომ თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა სად, არ ვიცი. ჩემ­თან რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნა აჩიმ ის. როცა პო­ლი­ცი­ამ ჩვე­ნი სახ­ლი­დან აიყ­ვა­ნა ანა, ყვე­ლა­ფე­რი ილა­პა­რა­კა, აღი­ა­რა, რომ ნარ­კო­ტი­კი მისი იყო და არა – ჩემი ძმის. ამის შემ­დეგ რა მოხ­და, რას სა­უბ­რობს, არ ვიცი, ჩვენ შე­ხე­ბა არ გვაქვს. წი­ნას­წა­რი ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს.
მას გა­მო­უჩ­ნდა დედა, რო­მე­ლიც არის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი. ესეც არ ვი­ცო­დი, დედა თუ მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ჰყავ­და. დე­დას ეწე­რა პოს­ტში ასე­თი რამ – “თუ და­უმ­ტკიც­და ბრა­ლე­უ­ლო­ბაო”. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვფიქ­რობ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბა გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ანს შე­ტე­ნონ ყვე­ლა­ფე­რი. ის რაც სახ­ლში იპო­ვეს ჩემ­თან, ის ჩემს ძმას არ ეკუთ­ვნის. ამ ქა­ლის პოსტმა გა­მა­ღი­ზი­ა­ნა. რას ჰქვია, თუ და­უმ­ტკიც­და ბრა­ლე­უ­ლო­ბა. გო­გომ აღი­ა­რა, რომ ნარ­კო­ტი­კი მას ეკუთ­ვნის.
იმ დღეს, როცა აჩი და­ი­ღუ­პა, რო­გორც ჩანს, ანამ სას­წრა­ფო გვი­ან გა­მო­ი­ძა­ხა. თა­ვად ცდი­ლობ­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ეყ­ვა­ნა, და­რე­კა მე­გობ­რებ­თან, ბი­ჭთან და ის ას­წავ­ლი­და, რა და რო­გორ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ვერ უშ­ვე­ლა. როცა გა­მო­ი­ძა­ხა სას­წრა­ფო, უკვე გვი­ა­ნი იყო.
როცა პო­ლი­ცი­ამ სახ­ლში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რა, ნარ­კო­ტი­კე­ბი სა­წო­ლის ქვეშ იპო­ვეს. ეს იყო 70 გრა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კი, თა­ვი­სი ატ­რი­ბუ­ტი­კით. მე­ში­ნია, ვი­ნა­ი­დან პატ­რო­ნი გა­მო­უჩ­ნდა, იმე­დია ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც კა­ნონს შე­ე­ფე­რე­ბა და არ “და­აძ­ვრე­ნენ”. ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ქვე­ყა­ნა, ეს ნარ­კო­ს­ქე­მა იმ­დე­ნად მაღ­ლა დგას, უნ­დათ ახალ­გაზ­რდებს ეს ცუდი ჩვე­ვა მო­ი­შო­რონ, მაგ­რამ ვერ ახერ­ხე­ბენ, რად­გან ბევრ ად­გი­ლას იყი­დე­ბა და ყვე­ლა ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე შე­უძ­ლი­ათ ახალ­გაზ­რდებს ნარ­კო­ტი­კის პოვ­ნა. რა­ღაც უნდა გა­ა­კე­თოს სა­ხელ­მწი­ფომ, რომ ასე ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე არ იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი”, – ამ­ბობს მეგი ბარ­და­ვე­ლი­ძე.
გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჩა­ტარ­და ჩხრე­კა, ამო­ი­ღეს 70 გრა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კი, რო­მე­ლიც სულ ცოტა, 300 ადა­მი­ან­ზე მა­ინც იყო გათ­ვლი­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ქალი სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბა­ში ყვე­ბა, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მას ეკუთ­ვნო­და.
“მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19, 260-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და მეშ­ვი­დე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ჯგუ­ფუ­რად გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტი) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თო­თხმე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და”, – ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო