ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ნარკოპოლიტიკის გამკაცრების“ ინიციატივის მიზანი, ნარკოტიკების ჩადების გზით, ქუჩაში გამოსული ოპოზიციური ახალგაზრდობის დაჭერაა – სააკაშვილი

„ნარკოპოლიტიკის გამკაცრების“ ინიციატივის მიზანი, ნარკოტიკების ჩადების გზით, ქუჩაში გამოსული ოპოზიციური ახალგაზრდობის დაჭერაა – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების მიზანი ნარკოტიკების ჩადების გზით, ქუჩაში გამოსული ოპოზიციური ახალგაზრდობის დაჭერაა
ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ წერილში წერს.
„ნარკოპოლიტიკის გამკაცრების”“ ინიციატივა მიღებულია ერთადერთი მიზნით – ქუჩაში გამოსული ოპოზიციური ახალგაზრდობის მასობრივად დასაჭერად, ნარკოტიკების ჩადების გზით.
თავის მომხრე ნარკომანებს (და ასეთი ძალიან მრავლადაა) რა თქმა უნდა, თითსაც არავინ დააკარებს. თუმცა ამ გზით მათზეც გააძლიერებენ კონტროლს”,- აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.