ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულმა არტემ გრიბულმა შიმშილობა დაიწყო

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულმა არტემ გრიბულმა შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ უფლებადამცველმა, დარია სამოდუროვამ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
როგორც უფლებადამცველმა განაცხადა, მას მსჯავრდებულმა გრიბულმა დღეს დაურეკა და შიმშილობის დაწყების თაობაზე აცნობა.
ადვოკატის განმარტებით, შიმშილობის დაწყების მიზეზი არტემ გრიბულის მეუღლის, მსჯავრდებულ ანასტასია ზინოვკინას მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ქმედებები გახდა.
„დილით დამირეკა. მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანასტასია ზინოვკინას მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში არაადამიანურად მოეპყრნენ. აღნიშნული მან მის მეგობარს მოუყვა და ინფორმაცია გავრცელდა. მას ვესაუბრე და ეს ფაქტი ზინოვკინამ დამიდასტურა. ამ ფაქტის შესახებ გრიბულმა ტელევიზიიდან შეიტყო, დამირეკა, საკმაოდ ემოციურად იყო, დავამშვიდე, თუმცა, მითხრა, რომ შიმშილობა დაიწყო. მისი მოთხოვნაა, გამოვლინდეს ვინც ანასტასია ზინოვკინას არაადამიანურად მოეპყრო, სამსახურიდან გათავისუფლდეს და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს”,- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმრი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ, 8.5-8.5 წელი აქვთ მისჯილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს