ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი – პატრულმა რომ გამაჩერა, ძალის გამოყენებით მოხდა პატრულის მანქანის ე.წ. კაპოტზე სახით ჩემი დაწვენა – პატრულის თანამშრომელმა მარცხენა ჯიბეში მოათავსა ნივთიერება

პატრულის თანამშრომელმა მარცხენა ჯიბეში მოათავსა ნივთიერება, – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ექიმმა გიორგი ახობაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მას მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა კითხვით მიმართა, ჰქონდა თუ არა მის მიმართ დაკავების მომენტში, ან შემდეგ უფლებების დარღვევას, წამებას, ან არაადამიანურ მოპყრობას ადგილი.
ახობაძემ განაცხადა, რომ მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
„დაკავების შემდეგ, არც ადვოკატთან და არც ახლობლებთან კომუნიკაციის საშუალება არ მქონია, ვერ შევატყობინე, რომ დაკავებული ვიყავი.
პატრულმა რომ გამაჩერა, ძალის გამოყენებით მოხდა პატრულის მანქანის ე.წ. კაპოტზე სახით დაწვენა. პატრულის თანამშრომელმა მარცხენა ჯიბეში მოათავსა ნივთიერება“,- განაცხადა ახობაძემ.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს და ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!