ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე სასამართლო განაჩენს 28 ივლისს გამოაცხადებს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული, ექიმის გიორგი ახობაძის საქმეზე სასამართლო განაჩენს ორშაბათს, 28 ივლისს, 10:00 საათზე გამოაცხადებს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ახობაძემ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა. ის დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში საუბრობდა მისი საქმის გარშემო, განმარტავდა თუ როგორ მოხდა მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან მის ჯიბეში ნარკოტიკული საშუალებების ჩადება. შემდეგ მისი ნების საწინააღმდეგოდ პირის ღრუდან ნერწყვის ნიმუშის აღება და ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანა.
მან ასევე განაცხადა, რომ მის დამკავებელ პოლიციელებს მისი ჩხრეკის ვიდეო გადაღება არ მოუხდენიათ.
მან სასამართლოს მიმართა, რომ ობიექტური განაჩენი გამოეცხადებინა. დღეს ახობაძეს რომეო ტყეშელაშვილმა საბოლო სიტყვა 3-ჯერ შეაწყვეტინა იმ მიზეზით, რომ სასამართლოს შეურაცხყოფას არ მოისმენდა.
ბრალდებულ ახობაძის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.
სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან გიორგი ახობაძის მეგობრები, ოჯახის წევრები, მისი მხარდამჭერები, მათ ბანერები აქვთ გაშლილი წარწერით – „უდანაშაულოა!“.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა