ნარკოდანაშაულის ბრალდებით საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში, საქართველოს 46 წლის მოქალაქე და კიდევ ერთი პირი, 60 წლის კაცი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ისინი პოლიციამ ფიზიკური დაპირისპირების დროს დააკავა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება მათ შორის, სწორედ ჰეროინისა და კოკაინის გამო დაიწყო.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქის დაკავება უფრო ფართო სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა, რომელიც დენდრაპოტამოსში ტარდებოდა. ოპერაციის დროს კიდევ 15 ადამიანი ადამიანი გაჩხრიკეს.
დაკავებულები პროკურატურაში არიან გადაყვანილები. გრძელდება დამატებითი საპოლიციო მოქმედებები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ