ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - 2 პირი: 1968 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ჯ.კ. და 1977 წელს დაბადებული რ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის შედეგად 2,5 კილომდე ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ ამოიღეს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯ-კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი და ცეცხლსასროლი პისტოლეტი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.