“ნაპოლი” წელს იწყებს – სატრანსფერო ქაოსი, აფრიკის თასი და კვარაცხელია დისკვალიფიკაციის ზღვარზე…

2024 წელს “ნაპოლის” დიდი შრომა დასჭირდება, ევროტურნირებზე რომ ითამაშოს. ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით გუნდმა მხოლოდ 3 მატჩში გაიმარჯვა (1 ფრე, 5 წაგება). უახლოესი გამოცდა კვირას, 7 იანვარს, ჩვენი დროით 18:00 საათზეა, როცა ნეაპოლელები 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, საბა საზონოვის “ტორინოს” ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე ესტუმრებიან.
“ტორინოს” გატანა უჭირს, დაცვაში კი ერთ-ერთი საუკეთესოა. იურიჩის გუნდს სულ 15 შედეგიანი დარტყმა აქვს. სამწუხაროდ, 21 წლის ქართველი მცველი არ თამაშობს. რაც შეეხება “ნაპოლის”, ისინი ბევრს უშვებენ (21 გოლი) და არადამაჯარებლები არიან.
ნეაპოლელებმა ტურინელებს 38 მატში
19 მოუგეს, ბოლო დროს კი იტალიის მოქმედ ჩემპიონებს ზედიზედ 5 გამარჯვება აქვთ. მ გასულ სეზონში იურიჩის გუნდს ორივე შეხვედრაში გაუტანა (ერთხელ პენალტით), ნდომბელეს კი მშვენიერი გოლი გაატანინა, ასე რომ, ქართველს “ტორინოსთან” არ უჭირს. შეგახსენებთ, “კვარას” ახლა 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ უკვე 4 გაფრთხილება მიიღო, კიდევ ერთის შემთხვევაში კი დისკვალიფიკაცია ელის. საჩემპიონო სეზონში კვარაცხელიას სულ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა. მასზე ხშირად უხეშობენ, ჯარიმდებიან და გაფრთხილებასაც იმსახურებენ. “ნაპოლის” 77-ე ნომერი საფეხბურთო ოვსერვატორიამ სერია “ა”-ში ყველაზე ძვირადღირებულად (115.3 მლნ ევრო) დაასახელა.
ნეაპოლელებს ტრავმის გამო მეკარე მერეტი, ნათანი და ოლივერა დააკლდებათ. გუნდი მცველი მაცოკისა და ნახევარმცველი სამარძიჩის შეძენის მოლოდინშია, 13 იანვრიდან აფრიკის თასი იწყება, სადაც ანგისა და ოსიმენი ითამაშებენ, ზელისნკი “ჩემოდნენზე ზის”, გარკვეული საკითხებით უკმაყოფილოა კაპიტანი დი ლორენცოც – სიტუაცია იდეალურისგან ძალიან შორსაა. აფრიკელი ფეხბურთელების საკითხი აქტუალურია, მაგალითად, “მანჩესტერისა” და კამერუნის ნაკრების მეკარე ონანამ განაცხადა, მზადაა 14 იანვარს საკლუბო მატჩი ითამაშოს, 15-ში – სანაკრებო…
რაც შეეხება ტურინულ შეხვედრას, მას 41 წლის მაურიციო მარიანი განსჯის. ბოლოს ნეაპოლელების მატჩის მსაჯი ის მაცარის დაბრუნების დღეს, 25 ნოემბერს იყო, როცა კვარაცხელიას გუნდმა “ატალანტა” (2:1) დაამარცხა, ხვიჩამ კი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ