არქივი17 დეკემბერი, 2024, 00:23
"ნაპოლი" ცენტრალური მცველის გარეშე დარჩა

„ნაპოლის“ ოფიციალური საიტის ცნობით, მცველმა ალესანდრო ბონჯორნომ ვარჯიშზე ხერხემლის მძიმე ტრავმა მიიღო.
ბონჯორნო Pineta Grande-ს კლინიკაში გადაიყვანეს და ის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას. ვინაიდან ბონჯორნოს ღირსეული შემცვლელი არ ჰყავს, ნეაპოლურმა კლუბმა შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ცენტრალური მცველი დაიმატოს.
ბონჯორნომ მიმდინარე სეზონში სერია A-ს 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.