არქივი5 იანვარი, 2025, 11:51
"ნაპოლი" ოსიმენს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელში გაცვლის? - TalkSport შესაძლო გარიგებაზე

TalkSport წერს, რომ "ნაპოლის" "მანჩესტერ იუნაიტედის" 27 წლის ფორვარდის მარკუს რაშფორდის დამატება სურს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" ეს გარიგება ძალიან ძვირი დაუჯდება და ტრანსფერის ჩართვაში ამჟამად "გალათასარაიში" იჯარით მოთამაშე ვიქტორ ოსიმენის ჩართვას ფიქრობს.
თავის მხრივ, პრემიერ ლიგაში კარიერის გაგრძელების წინააღმდეგი არც ნიგერიელია და მის მიმართ "ჩელსის" ინტერესზე დიდი ხანია იწერება.
შეხსენებისთვის, ოსიმენმა მიმდინარე თურქეთის ჩემპიონატის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.