ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ნაპოლი" გამორჩეული ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა

"ნაპოლი" ჟერომ ბოატენგის დამატებასთან ახლოსაა, ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ბაიერნის" ყოფილი ცენტრალური მცველი "ნაპოლიში" თამაშით ძალიანაა დაინტერესებული და მის აგენტს სთხოვა, რომ ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანოს.
შეგახსენებთ, 35 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია, ბოატენგი ბოლოს "ლიონის" ღირსებას იცავდა. გერმანული გამოცემები იუწყებოდნენ, რომ ჟერომის დაბრუნება "რეკორდმაისტერს" სურდა, თუმცა ფანების პროტესტის გამო, მიუნხენურმა გრანდმა მისი დამატება გადაიფიქრა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.