ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ Championship-თან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ჩელებაძის თქმით, "კვარამ" "პარტენოპეი" აუცილებლად უნდა დატოვოს, თუმცა მისი კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტი არა პსჟ, არამედ ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგებაა.
"ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გავიგე, რომ ხვიჩას ყიდვა "პარი სენ ჟერმენს" სურდა, ტრანსფერის ინიციატორი კი პირადად ლუის ენრიკე იყო. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ხვიჩასთვის საუკეთესო ვარიანტი არა პსჟ-ში, არამედ ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლა იქნება.
პსჟ დიდებული კლუბია, იქ ხომ მესი და ნეიმარი თამაშობდნენ, თუმცა პრემიერლიგა ტოპ კლასის ჩემპიონატია,
არც საფრანგეთის ჩემპიონობაა დაბალი დონის, მაგრამ მინდა ხვიჩა საუკეთესო ლიგაში ვიხილოთ.
"ნაპოლი" ახლავე უნდა დატოვოს. ამ ბიჭის მიმართ დიდ უპატივცემულობას იჩენენ. ხვიჩა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხელფასის მხრივ კი გუნდში მე-19, ან მე-20 ადგილზეა. ეს უპატივცემულობაა.
"პარტენოპეიში" მას მონასავით იყენებენ, სწორი იქნება თუ კვარაცხელია ტოპ კლუბში გადავა", - განაცხადა ჩელებაძემ.
შეგახსენებთ, ფაბრიციო რომანოს ცნობით, პსჟ-სთან ერთად, ხვიჩას შეძენით "ლივერპული", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.