ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ნაპოლიში“ კვარაცხელიას მომავალი უკვე გადაწყვეტილია - იტალიელი ჟურნალისტი

ტელეწამყვანმა რაფაელე აურიემამ Tele A-ს გადაცემა Si Infuzzi La Network-ში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა:

"ნიგერიელი ცენტრფორვარდი "კალიარისთან" მატჩის ბოლოს ვნახე და ძალიან შევწუხდი. სათადარიგოთა სკამზე დაღონებული იჯდა. არ მინდა გუნდის წარუმატებელი შედეგების გამო მან ენთუზიაზმი დაკარგოს.
კვარაცხელიას მომავალი უკვე გადაწყვეტილია. ფეხბურთელის აგენტი პრეზიდენტს გაყიდვაზე მაისში მოელაპარაკება".
ნიგერიის ნაკრების კაპიტანმა ვილიამ ტროსტ-ეკონგმა Sky Sport-თან განაცხადა, რომ იცის, რომელ კლუბში გადავა ზაფხულში ოსიმენი, მაგრამ ვერ გაამხელს.
წყარო: sportall.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.