არქივი4 თებერვალი, 2025, 19:25
"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი იჯარით "ჰოფენაიმში" გაუშვეს

"რენმა" ზაფხულში "ნაპოლისგან" 7 მილიონ ევროდ შეძენილი ცენტრალური მცველი ლეო ესტიგორი იჯარით "ჰოფენჰაიმში" გაუშვა.
25 წლის ნორვეგიელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 7 მილიონია.
ესტიგორს ნორვეგიის ნაკრებში 28 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.