არქივი19 ოქტომბერი, 2024, 12:36
"ნაპოლის" ფანებს კვარაცხელიას გვარის წარმოთქმა ძალიან უჭირდათ - ნახეთ, რა ხდება ახლა მაკტომინეის შემთხვევაში [VIDEO]
!["ნაპოლის" ფანებს კვარაცხელიას გვარის წარმოთქმა ძალიან უჭირდათ - ნახეთ, რა ხდება ახლა მაკტომინეის შემთხვევაში [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/10/3de9abad78fb09dec9b3c2439db69644-9xQ3rK.png)
"ნაპოლის" ფანებს ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ახალი გვარის წარმოთქმაზე მორიგი თავსატეხი გაუჩნდათ. "პარტენოპეის" გულშემატკივრებს CalcioNapoli 24-ის ჟურნალისტმა სთხოვა სკოტ მაკტომინეის გვარი წარმოეთქვათ, რამაც არც თუ ისე კარგი შედეგი მოიტანა.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელი "ნაპოლიში" ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მიმდინარე სერია A-ში ჩატარებულ 4 შეხვედრაში თავი 1 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. ინფორმაციისთვის, მაკტომინეიმ შედეგიანი დარტყმა იტალიის თასზეც განახორციელა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.