არქივი7 აგვისტო, 2024, 19:08
"ნაპოლის" სომხეთის ნაკრების კაპიტანი შესთავაზეს
"კრასნოდარის" 24 წლის ნახევარმცველი ედუარდ სპერციანი მისმა აგენტმა რაფაელა პიმენტამ რამდენიმე ევროპულ კლუბს და მათ შორის "ნაპოლის" შესთავაზა, - იტყობინება Metaratings-ი.
გამოცემის მტკიცებით, "ნაპოლი" სპერციანის შესაძენად მზად იყო, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ.
ამჟამად სპერციანის თაობაზე "კრასნოდარს" არცერთი შეთავაზება არ აქვს და როგორც მინიმუმ ზამთრამდე გუნდში დარჩება.
ის "კრასნოდარისა" და სომხეთის ნაკრების კაპიტანია, გასულ სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის 29 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.