“ნაპოლის” კენჭისყრაში ძალიან გაუმართლა” – იოლანდა “პარტენოპეის” შანსებზე საუბრობს

ცნობილმა იტალიელმა ტელეწამყვანმა და მოდელმა იოლანდა დე რიენცომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იტალიური გუნდების შანსები შეაფასა.
მისი თქმით, “ნაპოლი” “ბარსელონას” ბარიერს გადალახავს.
“გულწრფელად, ვფიქრობ, რომ “ნაპოლის” გაუმართლა. ლიდერებიდან “ბარსელონა” საუკეთესო ვარიანტი იყო. “ინტერი” “ატლეტიკოსთან” იბრძოლებს და გარკვეული შანსები “ნერაძურისაც” აქვს. რა თქმა უნდა, იტალიური გუნდებიდან წილისყრაში ყველაზე მეტად “ლაციოს” არ გაუმართლა”, – განაცხადა დე რიენცომ.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალები 14 თებერვლიდან დაიწყება.
გიყვარდეთ ქართული ფეხბურთი.
ქართულ ფეხბურთს ძალიან გაუმართლა: დღეს ათობით ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი თავის (და საქართველოს) ისტორიას წერენ ევროპის სხვადა-სხვა კლუბებში. ყველანი ძვირფასები არიან ქარტველი ქომაგისთვის!
ყველას მიხედეთ და დაგვეხმარეთ რომ დავაკვირდეთ. ესაა ჟურნალისტიკა და ქომაგების მსახური.
ამის მაგივრად უბრალო მონიტორინგს ახდენთ უცხო პრესის და შემოიფარგლეთ კვარათი. არა გაქვთ ავტორული ავტორული კვლევები და სტატიები, ცოცხალი რეპორტაჟები და ინტერვიუები ყველა ქართველ ახალგაზრდა ლეგიონერთან. იმათაც ქართველი ქომაგების მხარდაჭერა და მხარში დგომა სჭირდებათ! რომ მერე ნაკრებს გამოადგნენ და სიხარული მწვერვალზე აგვიყვანონ ქომაგები!
ჟურნალისტებო, ემსახურეთ ქართულ ფეხბურთს!