ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ნაპოლის" "ინტერთან" უპირატესობა სწორედ ამის გამო ექნება" - რას აცხადებს ფაბიო კანავარო?

"ნაპოლის" "ინტერთან" უპირატესობა სწორედ ამის გამო ექნება" - რას აცხადებს ფაბიო კანავარო?

დღეს, 10 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში "ინტერი" "ნაპოლის" უმასპინძლებს, ორივე გუნდის ყოფილმა მცველმა და 2006 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულმა ფაბიო კანავარომ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში აღნიშნული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"რომელი გუნდის მაისურით ვითამაშებდი დღევანდელ შეხვედრაში? ალბათ "ნაპოლის" ფორმით, რადგან ლაუტაროს წინააღმდეგ საკუთარ თავს გამოცდას მოვუწყობდი. ვფიქრობ, სათამაშო უპირატესობა სტუმართა მხარეს იქნება, რადგან "ინტერისგან" ყველა გამარჯვებას ელოდება, "პარტენოპეის" კი ნაკლები წნეხი ექნება და თავისუფლად ითამაშებენ.
აქვს თუ არა "ნაპოლის" საჩემპიონო შანსები? მხოლოდ ერთს ვიტყვი,
ისეთი კვალიფიციური და ამბიციური მწვრთნელი როგორიც ანტონიო კონტეა, არ მივიდოდა იმ გუნდში სამუშაოდ, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებდა", - განაცხადა კანავარომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლის" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 25 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" ერთი ქულით უსწრებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.