არქივი25 დეკემბერი, 2023, 15:24
"ნაპოლის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი კონკურენტ გუნდში გადადის
29 წლის პოლონელ ნახევარმცველ პიოტრ ზილენსკის "ნაპოლისთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და ნაახალწლევს უკვე სხვა კლუბთან მოლაპარაკების დაწყების უფლება აქვს.
Calciomercato ირწმუნება, რომ მან "ინტერთან" 3+1 სისტემის ხელშეკრულება შეათანხმა და მისი სეზონური გასამრჯელო 4.5 მილიონი ევრო იქნება.
ზილენსკიმ გასული წლის ზაფხულში გუნდის დატოვება გადაიფიქრა და შეიძლება მიმდინარე მოვლენები „ნაპოლისთან“ უკეთესი კონტრაქტის გასაფორმებლად გამოიყენოს, თუმცა ამის ალბათობა მცირეა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.