ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ნაპოლისა" და "ვერონას" მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა

სერია A-ს 22-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ვერონას“ მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მასპინძელთა გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ კვარაცხელია და აფრიკის თასიდან გამოვარდნილი კამერუნის ნაკრებიდან ანგისა დაუბრუნდნენ. მწვრთნელმა მაცარიმ ამჯერად 4-3-3 ტაქტიკური სქემა აირჩია, თავდასხმაში სიმეონე დააყენა და მისმა შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს. დებიუტში ხვიჩა საჯარიმოში შეიჭრა, კაბალთან ორთაბრძოლაში გაზონზე აღმოჩნდა, მაგრამ მსაჯმა პენლტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ცოტა ხანში „კვარას“ ორჯერ დარტყმული ბურთი მეკარე მონტიპომ მოიგერია. ნეაპოლელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ნაპოლი - ვერონა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.