ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ნაპოლიმ" თასზე "მოდენა" პენალტების სერიაში დაამარცხა

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, ფლობდნენ, განუწყვეტლივ უტევდნენ, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველი შანსი სტუმრებს მიეცათ, როდესაც პალომბოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. კვარაცხელია თამაშს ამწვავებდა, ორჯერ დაარტყა კარში, მაგრამ ბურთს მეკარე გაგნო დაეუფლა.
შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ ზეწოლა გააძლიერა, ხვიჩას ეუხეშებოდნენ, ისევ არ დაანება გატანა გაგნომ. მწვრთნელმა კონტემ რასპადორი სიმეონეთი შეცვალა. აშკარა იყო, რომ ცენტრფორვარდის გარეშე ნეაპოლურ გუნდს შეტევების დაგვირგვინება უჭირდა. "კვარას" საჯარიმოში ჩაწოდებებზე პარტნიორები ვერ იხსნებოდნენ. ბოლოს კვარაცხელია
საჯარიმოში წააქციეს, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, რეგლამენტის მიხედვით თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც "ნაპოლიმ" გაიმარჯვა. ხვიჩამ გაიტანა, ნეაპოლელთაგან კი ერთადერთი პენალტი ჩედირამ ვერ გამოიყენა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.