არქივი28 ივლისი, 2024, 19:38
"ნაპოლიმ" ექვსჯერ განათხოვრებულ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუგრძელა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველ მაიკლ ფოლორუნშოს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება.
ფოლორუნშო ნეაპოლურ გუნდს 2019 წლიდან ეკუთვნის, მაგრამ მის რიგებში არასოდეს უთამაშია. ის ექვსჯერ იყო იჯარით სხვა კლუბებში გაშვებული.
მაიკლმა გასულ სეზონში "ვერონაში" სერია A-ს 34 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ზე მიიღო მონაწილეობა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.