ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, – ამის შესახებ ჟურნალისტი ის სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პროკურატურაში მისვლას აპირებს და თვლის, რომ ეს არის უწყება, სადაც მას მორალური უპირატესობა აქვს.

“ჰო, ჰო, ჰოოო, პროკურატურიდან დამირეკეს დაკითხვაზე დამიბარეს საბოტაჟის თემაზე. ხვალ, 16:30 საათზე
და რა თქმა უნდა, მივალ იმ უწყებაში (პროკურატურაში) სადაც მორალური უპირატესობა მე მაქვს, რადგან ამ შენობაში, ამ ხალხმა იუფროსა ადამიანი, რომელმაც კარიერა ბოტასების ქურდობით დაიწყო, შემდეგ ბიუჯეტის ფულები, ქოლცენტრები, ქუჩის გარჩევები და ბოლოს, კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის შეკვეთით დაასრულა.
ამ უწყებაში იუფროსეს კაცი, რომელმაც რუსული გვარი მიიღო, მოსკოვში გაიქცა და კანონიერი ქურდის კალაშოვის დაცვით დადის.

ხვალ მხიარული დღე მექნება”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა