ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნანუკა ჟორჟოლიანი: იოსები რომ ფეხშიშველი შეიყვანეს პოლიციაში ლორენაც იქ იყო. ეს არ არის მხოლოდ ჯენზის ბრძოლა და არც მხოლოდ მამების და ბაბუების. ეს არის გაბედული ადამიანების ბრძოლა

ნანუკა ჟორჟოლიანი: იოსები რომ ფეხშიშველი შეიყვანეს პოლიციაში ლორენაც იქ იყო. ეს არ არის მხოლოდ ჯენზის ბრძოლა და არც მხოლოდ მამების და ბაბუების. ეს არის გაბედული ადამიანების ბრძოლა
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
ეს იოსებ ხეოშვილია. დაკავებები რომ დაიწყო გზაზე გაწვა, დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. განსხვავებული, თამამი და გაბედული ადამიანები საზოგადოებას აშინებს.
საკუთარ სიმხდალეს და უსუსურობას აჩვენებს და ასეთებს ყოველთვის ერჩიან, ქვებს ესვრიან, მაგრამ ეს სტატუსი სხვა ამბავზეა.
როცა იოსებს აკავებდნენ Lorena Beria გზაზე გადავიდა რომ პოლიციელისთვის ეთქვა, იოსების ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ და ისიც დააკავეს. მხოლოდ იმიტომ რომ პოლიციელის გაფრთხილება უნდოდა. იოსები რომ ფეხშიშველი შეიყვანეს პოლიციაში ლორენაც იქ იყო.
ეს არ არის მხოლოდ ჯენზის ბრძოლა და არც მხოლოდ მამების და ბაბუების. ამ ბრძოლას არც ასაკი აქვს და არც სქესი.
ეს არის გაბედული ადამიანების ბრძოლა და ისტორიას ყოველთვის ასეთები წერენ.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.