ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,ნანუკას ფონდი დააყადაღეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

,,ნანუკას ფონდი დააყადაღეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ფონდის ანგარიში დაუყადაღეს:
,,ნანუკას ფონდი დააყადაღეს.
დეტალები უცნობია, მიზეზებს ვარკვევ.”
განახლება
მოგვიანებით, ჟორჟოლიანმა განმარტა:
,,ბანკში მეუბნებიან რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება.
თან დაყადაღებულია დაუყონებლივი მექანიზმით.
ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.
ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად არ გაგზავნილა.
დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.