ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი: გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე ან იდი­ო­ტია ან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მავ­ნე­ბე­ლი

“გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე ან იდი­ო­ტია ან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მავ­ნე­ბე­ლი. მე­სა­მე ვერ­სია მე არ მაქვს” – ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის და სა­ბო­ტა­ჟის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. კერ­ძოდ, საქ­მე ეხე­ბა, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერთი ლი­დე­რის, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის მიერ იაგო ხვი­ჩი­ას­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც ის აღ­ნიშ­ნავს, რომ რომ აფხა­ზეთ­ში ომის დროს “ჩვენ ტყვე­ე­ბი არ გვყავ­და, ჩვე­ნებს ტყვე­ე­ბი არ აჰ­ყავ­დათ, ჩვე­ნე­ბი ნუ ხვრეტ­დნენ”.მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­ზეც ის სა­უბ­რობს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კერ­ძოდ კი, მისი ჩას­ვლის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა და რომ არ შეც­ვლი­ლი­ყო, ისი­ნი ვერ შეძ­ლებ­დნენ ქარ­თვე­ლი 200 ტყვის გაც­ვლას სე­პა­რა­ტის­ტულ მხა­რეს­თან.

ასევე დაგაინტერესებთ