ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი - ოდესაში დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

რუსული ძალების მიერ ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა - უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავებულებს შორის 5 ბავშვია.
ასევე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციები - ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.
„წინასწარი შეფასებით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა სამი ადამიანი იმყოფებოდეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება და მობილიზებულია კინოლოგიური სამსახურები“, - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
როგორც ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკო აცხადებს, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები, საბავშვო ბაღი, მაღაზია და სამშენებლო მოედანი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.