პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნანა ძაგნიძე ქალთა შორის კვლავ ტოპ-ათეულშია

ნანა ძაგნიძე ქალთა შორის კვლავ ტოპ-ათეულშია

მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციამ “ფიდე” ოქტომბრის რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა.
ქალთა შორის ტოპ-ათეულში ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე ინარჩუნებს ადგილს. სიის სათავეში პირველ ოთხ ადგილზე ჩინელი მოჭადრაკეები არიან:
I – ჰოუ იფანი – 2633 ქულა;
II – ჟუ ვენჟუნი – 2563;
III – ტან ჟონგი – 2551;
IV – ლი ტინგჟი – 2549….
IX – ნანა ძაგნიძე – 2513;
· ნინო ბაციაშვილი; 24. მერი არაბიძე; 35.ლელა ჯავახიშვილი; 38.ბელა ხოტენაშვილი.
ვაჟთა შორის რეიტინგის სიის სათავეში, მაგნუს კარლსენია (ნორვეგია) – 2831 ქულით; მეორე ადგილზე ჰაიკარუ ნაკამურა (აშშ) – 2802 და მესამეზე არჟუნ ერიგაისია (ინდოეთი) – 2797.
თითო-თითო წარმომადგენელი გვყავს 20-წლამდელ ჭაბუკთა და გოგონათა ასეულში. ვაჟებში ნიკოლოზ კაჭარავა 38-ე, ხოლო გოგონებში კესარია მგელაძე 86-ე ადგილზეა.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.