ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნანა ძაგნიძემ საჭადრაკო ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა

ნანა ძაგნიძემ საჭადრაკო ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა

ბუდაპეშტში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დასრულდა.
ქალთა შორის პირველ ადგილზე ინდოეთი გავიდა – 19 ქულით, მეორე კი ყაზახეთი 18 ქულით.
საქართველოს ქალთა ნაკრებმა 17 ქულა დააგროვა და III-VI ადგილები გაინაწილა შემდეგი ქვეყნის გუნდებთან ერთად: აშშ, ესპანეთი,სომხეთი და საქართველო. სამწუხაროდ, დამატებითი მაჩვენებლებით ჩვენები მეექვსე ადგილს დასჯერდნენ.
ვაჟთა ოლიმპიადაც ინდოელი მოჭადრაკეების სრული ჰეგემონიით დასრულდა. ინდოეთის ნაკრებმა 21 ქულა დააგროვა და მთელი 4 ქულით გაასწრო კონკურენტებს.
17-17 ქულა დააგროვეს და შემდეგნაირად განაწილდნენ:
3.უზბეკეთი
4.ჩინეთი
5.სერბეთი
6.სომხეთი
საქართველოს ვაჟთა ნაკრები რომელიც სასტარტო სიაში 32-ე ადგილზე იყო განთესილი, მე-19 ადგილზე გავიდა.
ინდივიდუალურ პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.