არქივი20 აგვისტო, 2024, 11:22
ნანა ძაგნიძემ თბილისში მიმდინარე მსოფლიო ქალთა გრან-პრის გათამაშების მეხუთე ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა
ქართული ჭადრაკის ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ თბილისში მიმდინარე მსოფლიო ქალთა გრან-პრის გათამაშების მეხუთე ტურში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერესს მოჭადრაკესთან, შვეიცარიის სახელით მოასპარეზე, ალექსანდრა კოსტენიუკთან პირველი გამარჯვება იზეიმა. ნანამ პარტია მისთვის ჩვეულ ლამაზ, შემტევ სტილში მოიგო.
ქართველი დიდოსტატის მეტოქეს საჭადრაკო სამყაროში არსებული ყველა საჩემპიონო ტურნირი აქვს მოგებული. კოსტენიუკი სხვადასხვა წლებში გახლდათ ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო თასის მფლობელი.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.