ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნანა მალაშხია - ხმა ბედნიერ საქართველოს, ცვლილებებსა და კოალიციურ მმართველობას მივეცი - გავაფერადე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი

ნანა მალაშხია - ხმა ბედნიერ საქართველოს, ცვლილებებსა და კოალიციურ მმართველობას მივეცი - გავაფერადე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი

ხმა ბედნიერ საქართველოს, ცვლილებებსა და კოალიციურ მმართველობას მივეცი - გავაფერადე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, - ამის შესახებ ”კოალიცია ცვლილებისთვის“ სიის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ისტორიული, გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები და მასში მონაწილეობა პრივილეგია და პატივია.
“მაქვს პოზიტიური განწყობა - ცვლილებები არის გარდაუვალი.
ისტორიული, გადამწყვეტია არჩევნებია დღეს. იღებ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას შენი ქვეყნის წინაშე. როგორც არასდროს ისე არის ევროკავშირის კარი ღია, ჩვენ გვჭირდება ცვლილებები და ქვეყანა დაუბრუნდება მის ევროატლანტიკურ გზაზე. დარწმუნებული ვარ ეს ასე იქნება“. - განაცხადა ნანა მალაშხიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.