არქივი20 აპრილი, 2024, 21:15
ნანა მალაშხია: ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს
ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდდა. "ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს"- ამბობს საჯარო მოხელე, რომელმაც გაბედა და უარი უთხრა "ქართული ოცნების" რუსულ კანონს.
"ერთადერთი რაც შეუძლია ხელისუფლებას ეს არის ჩააგდოს და დაასრულოს რუსული კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხის უფრო მეტ რისხვას მიიღებს" - ამბობს მალაშხია.
ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ - საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე პარლამენტთან არიან. რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.