ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნანა მალაშხია - ერთად აუცილებლად დავდებთ შედეგს, ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, ეს არ ჰგავს 2020 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდს

ნანა მალაშხია - ერთად აუცილებლად დავდებთ შედეგს, ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, ეს არ ჰგავს 2020 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდს

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან ცოტა იმედგაცრუებულები, მე ვთავაზობ მათ, რომ მოვიდნენ აქციაზე, დაიმუხტონ ენერგიით და ერთად აუცილებლად დავდებთ შედეგს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნანა მალაშხიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.
მალაშხიას თქმით, მიტაცებული არჩევნების დაბრუნების მთავარი ღერძი სწორედ ქუჩის პროტესტია.
“არჩევნები არის მიტაცებული და ამ დროს, სამოქალაქო წინააღმდეგობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რაც არ უნდა გაყალბებული არჩევნების არაღიარების პოლიტიკა იყოს, რაც ნამდვილად არის დღეს, ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია აქციაზე ყოფნა. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერ გააკეთებს. ჩვენს პროტესტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ქუჩის პროტესტი არის მთავარი ღერძი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან ცოტა იმედგაცრუებულები, მე ვთავაზობ მათ, რომ მოვიდნენ აქციაზე, დაიმუხტონ ენერგიით და ერთად აუცილებლად დავდებთ შედეგს. ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, ეს არ ჰგავს 2020 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდს”, - განაცხადა ნანა მალაშხიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.