ნანა კაკაბაძე 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებაზე: ირაკლი კობახიძის განცხადება იყო ღირსეული

ის რაც რუსთაველზე ხდება, ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა შედეგი მოაქვს ადამიანების ტვინების გამორეცხვას, – ასე აფასებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე ახლა, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რისი მიხედვითაც, საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესს აჩერებს.

„იქ დგანან ადამიანები, რომლებიც მონობას, თავისუფლებას ეძახიან, რომლებიც სამშობლოს ღალატს პატრიოტიზმს უწოდებენ და სიძულვილს – სიყვარულს. მუდმივად ქვეყნის რყევას და მის ჩამონგრევას ქვეყნის დაცვას ეძახიან. ჩვენ ამაზე ურო რთული პერიოდიც გადაგვიტანია და ამასაც გადავიტანთ და გავუძლებთ. ის, რაც ქვეყანაში სააკაშვილმა თავის დანაშაულებრივ ქმედებებში ერთ-ერთი მთავარი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე ეს არის ის, რომ მთლიანად ჩამოშალა განათლების სისტემა და დღეს საზოგადოების შიმშილი ამ განათლების მიმართ მკაფიოდ არის გამოხატული ასეთ ქმედებებში, როდესაც საზოგადოება ვერ აცნობიერებს თეთრს შავისგან და შავს თეთრიდან“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

ნანა კაკაბაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ღირსეული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო თითოეული ქართველის ღირსების დაცვის დოკუმენტი.

„როდესაც ამის გაცნობიერებას ვერ ახერხებს ადამიანი, ამის შეფასება ძალიან ძნელია“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა