ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნანა კაკაბაძე: დიახ, მე მიმაჩნია, რომ რუსეთთან საჭიროა დიალოგი... დიახ, მე მიმაჩნია, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბარი სატყუარაა...

ნანა კაკაბაძე: დიახ, მე მიმაჩნია, რომ რუსეთთან საჭიროა დიალოგი... დიახ, მე მიმაჩნია, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბარი სატყუარაა...

,,ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ნანა კაკაბაძე:
,,ლიბერ პროპაგანდისტებმა წამოიწყეს მორიგი ბინძური ცილისმწამებლური კამპანია, რაც არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს.
საქმე ეხება პირადი მიწვევით ჩემს დასწრებას 9 მაისს გამარჯვების დღისადმი გამართულ შეკრებაზე.
ცილისმწამებლებმა ჩათვალეს, რომ კარგი მომენტი იყო “ნეიტრალურ საქართველოს”იდეისა და მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს”თვის დარტყმის მისაყენებლად და დაიწყეს სუსტი (ჩემი აზრით) პოზიციიდან შეტევა. რამდენადაც მე იმ შეკრებაზე წარმოვადგენდი ჩემს თავს და არა ორგანიზაციას, გაგაცნობთ ჩემს პირად პოზიციას:
დიახ, მე მიმაჩნია, რომ 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და ის უნდა აღინიშნებოდეს საქართველოში,
დიახ, მე მიმაჩნია, რომ რუსეთთან საჭიროა დიალოგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ასევე სხვა საკითხებზე,
დიახ, მე მიმაჩნია, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბარი სატყუარაა, რომელმაც შეიძლება უბედურება მოუტანის ჩემს ქვეყანას,
არასოდეს არ მითქვამს, რომ წინააღმდეგი ვარ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, უბრალოდ, ჩვენი ეს მისწრაფება მტრულ ძალებს არ უნდა გამოვაყენებინოთ შანტაჟის ინსტრუმენტად. დანარჩენი, ვინ ვისთან ერთად მოაწერს ხელს რაიმე დოკუმეტს, ეს მხოლოდ შეფასების საგანია.“

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.