ნანა დიხამინჯია: რაც უფრო ახლოსაა 4 ოქტომბერი, მით უფრო მეტად მწარდებიან ფარული ქოცები და სახეს აჩენენ

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია:
რაც უფრო ახლოსაა 4 ოქტომბერი, მით უფრო მეტად მწარდებიან ფარული ქოცები და სახეს აჩენენ.
დააკვირდით: არც 200 კილო ჰეროინი შეუმჩნევიათ, არც მილიარდების გათეთრება, არც მილიონების მითვისება, არც წლობით მშენებარე სკოლები, არც ტიტუშკების მიერ ხალხის ცემა, არც პნევმატური იარაღით ქუჩაში მორბენალი ბიჭი, არც იარაღიანი მღვდელი, არც კადიროვის ძმაკაცის საზეიმო მიღება – ანუ ის ამბები, რომლებიც პირდაპირ სამთავრობო ტელევიზიებიდან ჩანს და რომც გასკდე, პროპაგანდას ვერ დააბრალებ.
სამაგიეროდ, მაშინვე დაინახეს ნანუკას შვილის სავარაუდო აკუსტიკური იარაღი და პაატა ბურჭულაძის ნაცნობი ქურდი და სასტიკად აღშფოთდნენ.
ამდენი ხანი ნეიტრალურ პოზიციას ათამაშებდნენ სოცქსელებში, ვითომ ორივე მხარეს აკრიტიკებდნენ, ვითომ ქვეყნის მომავალზე ღელავდნენ. უკვე ისე არიან ნერვებზე, არანაირი შენიღბვა არ შველით. თანაც უკვე იმდენი პრობლემა გასკდა, ვერაფრით გამოსდით ეს ნეიტრალურობა, თუ უმძიმეს პრობლემებზე არ დაწერეს, ეს კი არ აწყობთ.
თან ბევრი მათგანი მეგონა ნორმალური, კეთილსინდისიერი ადამიანი და ყოველ ასეთ აღმოჩენაზე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ხორკლიან გომბეშოს შევეხე. ყველა ასეთი მღელვარე პერიოდი ამიტომ მძულს – ადამიანების ყველაზე საზიზღარი ბუნება მოდის წინ.
მხოლოდ ის მამშვიდებს, რომ ამ გამწარებაში უზარმაზარი შიში ჩანს, ანუ იმის აღიარება, რომ ჩვენს მხარეს ძალიან დიდი ძალაა, მარტო სიმართლე კი არა, ძალაც. ვისაც გინდათ, რომ არ შეგრცხვეთ ამ დროის გახსენებისას, 4 ოქტომბერს ქუჩაში უნდა იდგეთ – სამშობლოს დასაცავად.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!