ნანა გეგეჭკორი: ცივილიზირებულ, კარგად განვითარებულ საზოგადოებებში მოწევა უკულტურობად ითვლება

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით მწეველებს მიმართავს.

„მოწევა ნამდვილად მავნებელია ჯანმრთელობისთვის. მეცნიერულად დადასტურებულად, თამამად შემიძლია გითხრათ, სიკვდილს ყიდულობთ სიგარეტის ყოველ ღერთან ერთად.

ბავშვებო, ვინც სხვების გავლენით თუ უცოდინრობით უთამამდებით სიკვდილს, გახსოვდეთ, მოწევა არ გაგხდით მოდურს, საინტერესოს და ა. შ. პირიქით, ცივილიზირებულ, კარგად განვითარებულ საზოგადოებებში მოწევა უკულტურობად ითვლება. უამრავი სხვა რამით შეიძლება გახდეთ საინტერესო. ჯანმრთელი ცხოვრების წესით კი სიცოცხლეს გაიხანგრძლივებთ, სხეულს გაილამაზებთდა გონებრივადაც უკეთ განვითარდებით.

ნუ მოიკლავთ თავს! არასდროს გაუსინჯოთ გემო საწამლავს!“ – წერს სოციალურ ქსელში გეგეჭკორი.

ასევე დაგაინტერესებთ