არქივი10 თებერვალი, 2026, 09:48
ნამიბიამ უარი თქვა TotalEnergies-ისა და Petrobras-ის მიერ შელფის პროექტში წილების შეძენის აღიარებაზე

ნამიბია არ აპირებს აღიაროს Petrobras-ისა და TotalEnergies-ის მიერ გასულ კვირას გამოცხადებული, ქვეყნის შელფზე ნავთობის მოძიების პროექტში წილების შეძენის ფაქტი, რადგან მათ არ გაიარეს საჭირო დამტკიცების პროცესი, – იუწყება Reuters–ი.
„სანამ ოფიციალური განაცხადი არ იქნება წარდგენილი და სამართლებრივი პროცესი არ დასრულდება, არცერთი ტრანზაქცია არ იქნება აღიარებული ან ჩაითვლება ვალიდურად“, - განაცხადა ნამიბიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჯონას მბამბომ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.