არქივი10 იანვარი, 2025, 21:23
“ნამდვილი ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც “ოცნების” რეჟიმი მოქალაქეებს უკეთებს” – პრეზიდენტი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ საპროტესტო აქციის 11 მონაწილე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
“ჯგუფური ძალადობის ბრალდებით მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ საქართველოში მიმდინარე პროტესტის 11 მონაწილე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ნამდვილი ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც “ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს უკეთებს”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.