ნათია ჩიქოვანი: მემგონი დაგავიწყდათ ზოგიერთებს და შეგახსენებთ, ეს ის ფეხბურთელები არიან…

ნათია ჩიქოვანი – Animal Project-ის თანადამფუძნებელი:

მემგონი დაგავიწყდათ ზოგიერთებს და შეგახსენებთ, ეს ის ფეხბურთელები არიან, მზია ამაღლობელის, ნინო დათაშვილის, ანასტასია ზინოვკინას და სხვა რეჟიმის პატიმრების ტანჯვა-წამებაზე ხმას რომ არ იღებენ (კარგად მოიძიეთ ინფორმაცია რას უშვებიან ამ ხალხს ციხეში), ეს ის ფეხბურთელები არიან კახი კალაძეს რომ დღემდე ინსტაგრამზე ფოტოებს უგულავენ (ბუდუმაც კი იკადრა) და ეს ის ფეხბურთელები არიან ქვეყანა რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში სრულიად მარტო რომ დატოვეს, თვითონ კი მილიონებს შოულობენ, სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და ნული ინტერესი აქვთ ამ ჯოჯოხეთიდან ამოსვლაში დაგვეხმარონ.
ადამიანმა პრინციპები, ფასეულობები, ღირებულებები და ღირსება თუ დაკარგა, საკუთარ სამშობლოში დიქტატურის დამყარებას ჩუმად თუ უყურებს თან მაშინ, როცა მის სიტყვას ასობით ათას ადამიანზე აქვს გავლენა, აი ეგ ადამიანი მოედანზე ბურთს როგორ აათამაშებს რა ჯანდაბად და ოხრობად მაინტერესებს?
მართლა და მართლა რაღაც ზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს უსამართლობასთან შეგუების დონეებს? უთავმოყვარეობაა ეგ! ვის გულშემატკივრობთ და ვიზე ნერვიულობთ ფეხებზე დაგვიკიდეს უკუნითი უკუნისამდე, გაგვწირეს და კობახიძის საჯიჯგნად დაგვტოვეს, ამას კიდე დამარცვლა რომ სჭირდება მართლა მაგიტომ ვართ იქ, სადაც ვართ!
მხოლოდ ცხოველები მეცოდება ამ ქვეყანაში, დანარჩენი ყველა ყველაფრის ღირსია რაშიც ცხოვრობს!

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა