ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნათია ფანჯიკიძე: ხელები და ენები შორს მარინე ჩიტაშვილისგან

ნათია ფანჯიკიძე: ხელები და ენები შორს მარინე ჩიტაშვილისგან

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:

ხელები და ენები შორს მარინე ჩიტაშვილისგან.

ასე გამოეხმაურა ნათია ფანჯიკიძე  “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილზე თავდასხმებს.
“როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანები ასწავლიდნენ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში”, – თქვა დღეს, 8 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ მარინე ჩიტიშვილზე საუბრისას.
გუშინ, 7 ოქტომბერს, შალვა პაპუაშვლმა ჩიტაშვილის ნათქვამი დამახინჯებულად გააჟღერა და მას “რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პროპაგანდისტი” უწოდა.
პაპუაშვილისა და კობახიძის თავდასხმები მოჰყვა ჩიტაშვილის შეფასებებს 4 ოქტომრბის აქციასთან დაკავშირებით. ასევე, მის ანალიზს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, როცა სახელისუფლებო ძალაუფლების მქონე პირი [ირაკლი კობახიძე[ ამბობს, რომ საზოგდოების ნაწილის მიმართ აქვს “ნული თანაგრძლობა”.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.